ასათიანი ლადო
გაზიარება

პაპიჩემის ლექსებიდან 

პაპა სიკვდილამდე ლექსებს წერდა, ახალგაზრდობას ეტრფოდა.

მე კაცის შვილი მაშინ ვიყავი,
მაშინ ვიყავი ადამის ძე მე,
როცა ვარდისფერ აღდგომა ღამით
აჩირაღდნებულ ტაძარში შეველ.
შეველ, პირჯვარი გადავისახე,
ხელნი აღვაპყარ და დავიძახე:
_ "ღმერთო, მიცოცხლე ჩემი დედ-მამა,
კარგად მიმყოფე ყველა ჩემები! " _
და ღვთისმშობელის შემოხედვამა
დამაფრქვევინა ცხელი ცრემლები.
მე მაშინ ვიყავ, თორემ ახლა რა,
როცა ცხოვრების მადგას უღელი.
მე მაშინ ვიყავ ბავშვი პატარა,
გაუფურჩქვნელი და გაურყვნელი.

1941

??????