სტურუა ლია
გაზიარება

ჩემი გასაჭირი 

აივანი, სახლს რომ ღია თვალივით
უნდა ჰქონდეს, ბრმაა, ცემენტისაა,
არავითარ სივრცესთან არ მაკავშირებს,
თავგადაპარსულ ხეებთან,
ისედაც, დავკარგე საერთო ენა,
ვდგავარ და მტვერი მედება,
უპატრონო ნივთივით,
მოპირდაპირე აივანზე
ასეთივე მტვრიან მეზობელთან
კონტაქტს ვამყარებ:
_ ჩემო არავინ! ინატრე თოვლი,
რომელიც მნიშვნელოვანს გაგხდის,
ან სიცხე, რომელიც გაგადნობს,
რასაც სიყვარულს დააბრალებ
და თანაგრძნობას დაიმსახურებ.
მე დავწერ ამის შესახებ,
მე მეხერხება სხვის გასაჭირზე წერა,
სხვის თოვლზე, სხვის სიცხეზე,
სხვის სიყვარულზე,
სხვის ღია თვალივით აივანზე
და ჩემსაზე, რომელიც ბრმაა...

??????