ბოლქვაძე ზაურ
გაზიარება

მარადისობის ბადალო! ექსკლიუზივი

                                     წაკითხული თბილისის სახელმწიფო
                                    უნივერსიტეტის სტუდენტთა შეხვედრაზე
                                    გალაკტიონთან, 1955 წელს.

ლექსის ირემო - მყვირალო
ჩვენდა გულგასახარადა!
შენ - ფეხზემოსიარულე
ვეფხვის და მოყმის ბადალავ!

აკვანი ლექსმა გირწია
პოეტს გენიადალოცვილს!
შენ უკვდავებამ გიწყვილა
და უკვდავ ლექსად ამოსკდი!

დიდებად ლექსი გეყოფა,
ოლიმპიელთა ხმასწორო!
გიძღვნა ზვიადმა ეპოქამ -
შენ - უკვდავება სახსოვრად!

ჰქუხს შენი ხოტბა უხვადა!
ამ ხოტბასმ სული ამინთო!
ქართული ლექსის მუხა ხარ
და პოეზიის ამინდი!

მარადისობის ბადალო!
სიმაღლევ მარადიანო!
ქართული სიტყვის მადანო!
სიმძლავრევ არაგვიანო!

დიდ არს დღეს შენი სახელი!
დიდება შენი დიდია! -
ქართულუ ლექსის ლანქერო!
ქართული სულის მინდიავ!

გული მთხოვს, გითხრა სათქმელი!
გულიც ლექსია, თითქოსდა!..
გული მთხოვს, როგორც ვაჟაი
სიკვდილჟამ ბალახს ითხოვდა!..

შენი სიმაღლის ჭირიმე!
გიღმერტა დედათბილისმა!
შენ აკაკივით ტკბილი ხარ!
ილიასავით ტკბილი ხარ!

მე გეტყვი სიტყვას უტყუარს!
მაშნ მოვკვდე, თუ ვერ გითხრა! -
შენ შთასავით ერთი ხარ!
შენ ვაჟასავით ერთი ხარ!

ვინა სთქვა შენი სიბერე?!
ლექსთა სარდალო, გაგვიძეღ!..
და ნუ მოგვაკლებ სიმღერებს,
დიდ საქართველოს გაფიცებ!

??????