ბოლქვაძე ზაურ
გაზიარება

თბილისო, დედავ!.. ექსკლიუზივი

მე სასიცოცხლოდ შენი თბილი გული მაქეზებს,
შენი მთაწმინდა ცას უყვება ღვთაებრივ ზღაპარს...
სად არის სხვაგან საფლავები ამ სიმაღლეზე
და უკვდავება ასე ძნელი სად არის სხვაგან?!

როცა მე ვეღარ დავინახე, რასაც დღეს ვხედავ,
როცა მოვკვდები, შენს მიწაში ჩავიძირები,
შენ თოკებივით მომაშველე ფესვები ხეთა,
ამომიყვანე, ამასუნთქე არ დაძინებით!..

თუ არ და... გულში ჩამიხუტე, სისხლი და ხორცი
ძალას და ღონეს შემიმატე გამზრდელი მიწის...
ჩააზნექინე პატარა და უძეგლო ბორცვი
დაცვენილ ფოთლებს, თოვლის ფიფქების,
ყვავილთა სიცილს!

მე სასიცოცხლოდ შენი თბილი გული მქეზებს,
შენი მთაწმინდა ცას უყვება ღვთაებრივ ზღაპარს...
სად არის სხვაგან საფლავები ამ სიმაღლეზე
და უკვდავება ასე ძნელი სად არის სხვაგან?!

??????