ბოლქვაძე ზაურ
გაზიარება

* * * ატამი და ნუში ერთად ექსკლიუზივი

ატამი და ნუში ერთად,
გზა და მერე გზისპირ დარდი,
გათენება სულში ფეთქავს,
ტკბილი დედის რძის სინათლით.

გზის დასასრულს ვაკვირდები,
გზა კი მიდის სიკვდილამდე,
დრომ ამინთო მაყვლის თმებში
ტკბილი დედის რძის სინათლე.

რომ სიცოცხლე მყვარებოდა
თქვენ აღმართეთ, მეგობრებო,
ჩემი ლექსის ბწკარებო და
ჩემი დარდის მეკობრენო.

თმებზე დროთა თოვლი მოდის
და მითენებს ღამეს თეთრად,
მე სიცოცხლეს ვტოვებ როდი -
ჩვენ სიკვდილშიც ვივლით ერთად!

ნეტავ ისე მყვარებოდით,
ვით ღირსნი ხართ, მეგობრებო,
ჩემი ლექსის ბწკარებო და
ჩემი დარდის მეკობრენო.

??????