ბოლქვაძე ზაურ
გაზიარება

სიკვდილის წინ სათქმელი ლექსი ექსკლიუზივი

ჩემი ვარსკვლავი, ობოლი, ქრება
და სული უკვე სხეულს ეყრება!
მსუბუქი, აბა, როგორ იქნება
მიწა, რომელიც გულს დამეყრება?!

მარადიული ჩამოწვა ბინდი
და დასასრულის დაეცა ჩრდილი!..
როგორ იქნება საფლავშ მშვიდი,
სამშობლოვ, ჩემთვის უშენოდ ძილი?!

??????