* * * გარდა მზისა და გარდა სინათლისა ექსკლიუზივი
მე კიდევ მინათებს რაღაც!
გარდა მიწიერი ხმისა,
კიდევ ჩამჩურჩულებს რაღაც.
ჩემში შემოდიან ძალნი იდუმალნი
ჩუმად, უდრტვინველად, ლაღად...
გარდა ცრემლების და გარდა მოწყენისა
კიდევ მაიძულებს რაღაც:
მოგძებნო, ამოვიდე შენტან,
ბედის ბილიკებით, მაღლა...
და მაგ ზღვა თვალებში სული გადავკარგო
მარადის მშფოთვარე ტალღად!..
გარდა თვალთა შენთა მიუწვდომლობისა
ზეცად მომიწოდებს რაღაც,
გარდა სიკვდილის და გარდა უშენობის
მიწისკენ მეძახის რაღაც!..