ბოლქვაძე ზაურ
გაზიარება

* * * რომელ ბალახად ამომიყვან მიწიდან, ნეტავ? ექსკლიუზივი

რომელ ბალახად ამომიყვან მიწიდან, ნეტავ?
სამარადისოდ შემაერთებ რანაირ ფერთან? -
ცისა თუ მიწის?
რომელ ბალახად ამომიყვან მიწიდან, ნეტავ?

გამანდე ესე საიდუმლო, განგების ძალავ.
და აქედანვე შევიყვარებ მე იმა ბალახს,
ფერს ცის ან მიწის...
გამანდე ესე საიდუმლო, განგების ძალავ!

??????