მარინე იაშვილი კონცერტიდან დაბრუნებული ლექსპრომტი ექსკლიუზივი
არ ვინატრებ ხემსს! -
ვიოლონოს ვინატრებ -
შენს ღვთაებრივ ხემს!
წყალს არ დავლევ - მწყუროდეს,
პურს არ შევჭამ - გრამს! -
შენს კრეისლერს გავყვები,
შენს დიდებულ ბრამსს!
დე ფალიას უცნაურს
და უცნაურ კროლს!
ტაშს დავუკრავ შენ მიერ
შესრულებულ როლს! -
ვირტუოზის როლს! -
ვირტუალურ როლს!