დედაჩემი - სამაგალითო დიასახლისი ექსკლიუზივი
მოშიებულ ას კაცს
სულ უბრლოდ გაუყავი
ერთადერთი პასკა!
პასკა რაა! - სუფრა მახსოვს
ასჯერ უკეთესი:
ას მშიერ კაცს ამყოფინე
ერთადერთი თევზი!
იქნებ თავად მაცხოვარსაც
შეოარვოდა შური:
ას მშიერ კაცს უწილადე
ერთი დედას პური!
ერესია შედარება
მოკვდავის და უფლის,
მაგრამ თუკი უფალია
შემწე შენი სუფრის?!.
არ ენახოს შენს ნაშიერს
შიმშილი და ომი! -
შენს ნაშიერს, შექმნილს შენი
ღვთაებრივი ცომით...
შენ რომ იცი, სხვამ ვინ იცის
სუფრის უცებ გაშლა!
ხედავ? - სიტყვას ვერც ვამთავრებ,
პირებს გვიწვავს ხაშლა...