კონცერტი: ბრამსი, რაველი , ვაგნერი ექსკლიუზივი
ფოიეში „მზიური“ მეც რომ გავაბოლე! რო
გავაბოლე! რო გავაბოლე! რო გავაბოლე! რო
გავაბოლე! რო...
ჩემს წინ ამოიზიდა მთები, მაგრამ რა მთები!
თვალწინ გადამეშალა ველი, მაგრამ რა ველი!
ბრამსი! მაგრამ - ვაგნერი? მაგრამ - მორის რაველი?
წვიმა წვიმდა ისრისა... ისრით მოისრა ველი...
მე რომ ზოგჯერ მაბრაზებს - ფიქრობს, იბრძვის ის ერი!
გმინავს უვერტიურა ბრძნული „ტანგეიზერის“,
მე კი კვამლის სპირალში მაგონდება ბოლერო:
ეს სულ იმის ბრალია, მეც რო გავაბოლე! რო
გავაბოლე! რო გავაბოლე! რო გავაბოლე! რო...