ოთანაძე ბექა
გაზიარება

ცოტა რამ ჩემზე ექსკლიუზივი

გავჩნდი მაშინ, როცა მთვარეც ომში იყო,
მაშინ მზესაც ხელში თოფი გაეჩარა,
ნეტა მოშლილიყო
ყველა იარაღი,
ეხლა ის დრო არის,
ყველა თვალები გაქვს ჯიბეს მიკერილი,
ყველა იძაბება ისე უსაფუძვლოდ.
შერჩათ წლებისწინა ფარსი მითებივით,
მკვდარი ქუჩებიდან მინდა გადავფურცლო
ჩემი ბავშვობა და ახლაც ისეთი ვარ . . .
როგორც პირველკლასელს ჩქარი მაჯისცემა
მექცა ჩვეულებად. თურმე ვის რა ჭირად
უნდა გრძნობები და გულს ვინ გაღირსებდა.
ხომ ვთქვი, ასე არის, მოგყიდიან გულებს,
სულსაც შეგიხვევენ ხორცში, სასაჩუქრედ.
მე კი გასაქცევად ლექსი მოვიხურე,
ლექსში ვემალები `ეშმა – ჩასახულებს”.
ასე გავიზარდე... მქონდა ფუფუნება
არცთუ შესაჩვევი... დღეს კი იდილია,
მძიმე რუდუნებით
წლები ისე მიაქვს
მზიდავ ქარავანებს
უკვე გავასწარი. ჰოდა ჯერჯერობით
ვხდები თვრამეტის და (ისე ოცდახუთის),
წლები გადავყარე როგორც ჩენჩოები,
დროა მეეზოვე, მე კი ომნახული,
მაგ დროს ვეტოლები,
როგორც ეტოლება მამას პაწაწინა...
ჰოდა ამას ვამბობ, უკვე გავიზარდე,
ღმერთი წასასვლელად
სცენარს გამიმზადებს.

??????