ჩამომიქროლეს დღეთა ქარებმა,
წვიმს რუსთაველზე, მოვდივარ მარტო...
მეგონა, დარდებს გამიქარვებდა
დღეს მოცეკვავე წვიმების ტანგო.
დარდით ვევლები მე შენს ნაკვალევს,
ქარვისფერ ქუჩებს გადუვლის თქეში...
კვლავაც დამათრობს
და კვლავაც დამლევს
შენი თვალების კოცონთა ეშხი.