*** "იცი, ეგ სახე რომ მომენატრა" ექსკლიუზივი
იცი, ეგ სახე რომ მომენატრა
და რომ დავდივარ მარტოდ ეული...
შენთან შეხვედრა კვლავ არის ნატვრა
და მხოლოდ გხვდები სიზმარეული...
მწველი ფიქრები წარსულს უმღერებს,
როს მთვარის შუქი კიდეს მოსცდება
და თმის ოქროსფერ კულულა ღერებს
ქარი ააფრენს როგორც ოცნებას.
მე ქვათახევში სანთელს დავანთებ,
შენზედ ვილოცებ, ჩემო ფერია,
მოგონებებში ღამეს გავათევ,
დღეს სევდა ყანწით დამილევია.
შენზე დარდებმა გული დაფატრა,
ამ სიყვარულით მე ვარ სნეული...
შენთან შეხვედრა კვლავ მრჩება ნატვრად
და მხოლოდ გხვდები სიზმარეული.