ჭანტურია ტარიელ
გაზიარება

შემოდგომა ექსკლიუზივი

ზღვიდან ამოსულ საწვიმარ ღრუბელს
გააფერადებს საღამო ტუშით,
და ცისარტყელა, დამსკდარი ტუშთ,
გაქრება სოფლის მთავარი ქუჩით...

და შემოდგომის ფეშხუმის შხეფით,
კაკლების ბერტყვით,
ძაღლების ყეფით
ვანდება ღამე... და „ირმის ნახტომს“
საბნიდან უჩანს ქაფქაფა ფეფი...

და სადაც სუფსას შეერთვის შუთი,
მეზობლის ზვართან ვყოვნდები წუთით:
მიაქვს ბერიკაცს კვახების აცმა
და ყრმობის სევდა - ათასი ფუთი.

??????