„ივერია“: რესტორანი. კაფე.
ტალღის ზემოთ _ ხიდი, ხიდი.
ხიდქვეშ _ ტალღის ხითხითი.
აივნიდან დანახული
წყალი. წყალი.
ხიდი. ხიდი.
გული მტკივა, მტკივა, მტკივა:
ისმის შუილი. შუილი.შუილი.
მე ვარ შოთას შვილის შვილის
შვილის შვილის შვილის შვილი...
მტკვარზე _ ტივი. ტივი. ტივი.
მტკვარზე ტივის ტივტივი.
ოუ ნანა! შოუ ნანა!
დივ-დივ-დივ-დივ!
ეფერება ხიდი ხიდებს!
ეხიდება ხიდი ხიდებს!
ხოლო ტალღა, მღვრიე ტალღა
ხითხითებს...
ხითხითებს...
გული მტკივა. მტკივა. მტკივა:
ისმის შუილი. შუილი. შუილი.
მე ვარ შოთას შვილის შვილის
შვილის შვილის შვილის შვილი...