ჭანტურია ტარიელ
გაზიარება

* * * მე რომ მე ვარ ექსკლიუზივი

- მე რომ მე ვარ - შოთას ყმა -
მე რომ მე ვარ, მეც კი
ლამის შოთას ვარჩიო
დუბლი მისი - მესხი!

ფრესკის ანგელოსების
მიყვარს არაბესკი...
მეც ქვეყანას ასე ვყოფ:
მესხი - არა მესხი!

ცნობამიხდილს მკერდზე რომ
ლომის სისხლი მასხია!
ვინ ვიყავი! რომელი!
ალბათ - ვინმე მესხი!

- მეწყინება, იცოდე
მეწყინება, მეწყი... -
ვინ მე - ვიღაც მესხი და
ვინ ის - ვინმე მესხი...

- მხოლოდ მესხურს, აწაურს
ვეწაფები მეც ხილს...
და ხალათზეც იმ ხილის
ავაწყვიტავ მეც ღილს...

- მეწყინება, იცოდე,
მეწყინება, მეწყი...
ვინ მე - ვინმე მესხი და
ვინ ის - ვინმე მესხი...

??????