ჭანტურია ტარიელ
გაზიარება

ვეფხისტყაოსნის ახალი გამოცემა ექსკლიუზივი

ავთანდილი, ფრიდონი,
და, ცხადია, ტარიელი! -
საქართველო ესაა:
ტყვიაგაუმტარი ერი!

საქართველოს სხეულში
ჯინი ბუდობს და რა ჯინი:
თინათინი, ასმათი,
და, ცხადია, დარეჯანი!

ოცდაექვსი მაისი -
დილა, მართლაც საოცარი!
ხელში წიგნი მიჭირავს! -
ახლაც - ვეფხისტყაოსანი!

ნეტა ყველა უდაბნო
მწვანედ გადამაღებინა,
და ლომ-ვეფხვის ამბავი
ფილმად გადამაღებინა!

დაინახოს მსოფლიომ
ტყვიაგაუმტარი ერი -
ავთანდილი, ფრიდონი,
და, ცხადია, ტარიელი!

??????