თაბაგარი თეა
გაზიარება

ჰმ! ექსკლიუზივი

ცრემლებით ძალიან იშვიათად,
უფრო, რეალობით ვტირი,
შეგრძნებებს თმებივით ვიშლი ახლაც,
ვსაუბრობ სიმშვიდის პირით...
სიტყვებით საკმაოდ იშვიათად,
ვეპყრობი ჩურჩულსაც ფრთხილად...
თვალებში სინათლე მიკიაფებს,
მისული ჩაქრობის პირას...
_ ლექსები?! ჰმ... მართლა იშვიათად!
დიდი სიხშირით კი ვურევ
ცხოვრებას, ტკივილს რომ მიქიაქებს,
და მელნად იღვრება სული...

??????