ფაღავა ირაკლი
გაზიარება

მახსოვს ექსკლიუზივი

მახსოვს გაურიყავი
პატარა ნავი ვიყავი
და ტალღამ მთხოვა:
როცა სიყვარული მოვა –
ნუ დაივიწყებ მას, რაც შენია.
მახსოვს გაურიყავი
ნათელი ბავშვი ვიყავი
და გულმა მთხოვა:
როცა სიყვარული მოვა –
ნუ დაივიწყებ რაც შემოგრჩენია.
მახსოვს გაურიყავი
რომ ფოთოლი ვიყავი
და ქარმა მთხოვა:
როცა სიყვარული მოვა –
ნუ დაივიწყებ მას, რაც შენია.
მახსოვს გაურიყავი
რომ ფურცელი ვიყავი
და სტრიქონმა მთხოვა:
როცა სიყვარული მოვა –
ნუ დაივიწყებ რაც შემოგჩენია.

??????