მაისურაძე ანი
გაზიარება

ოცდაშვიდი ექსკლიუზივი

სიყვარული ჩამოთოვა დეკემბერმა...
ღმერთის ნებას მე ვერაფერს დავუშლიდი.
ეს დღე იყო... იყო...
ჰოდა თეთრმა მტვერმა
შენთან ერთად მომახარა ოცდაშვიდი.
არ ვიცოდი,
ვერაფრით რომ ვერ წაგშლიდი.
დამიფარე, არ ჩამიქრო ფანტაზია,
არ წამართვა შენი წლები – ოცდაშვიდი,
შენთან ერთად ტირილიც კი ლამაზია.
შენთან ერთად... დღეს რომ იქცა,
იქცა ერთ წლად...
ის წუთები ვერ მტოვებენ. რა თბილია
შენი გული,
ცა რომ აყრის მიწას ვერცხლად...
მიწაზე კი ყველა წამი დათვლილია.
როგორ შევძლო დავიწყება, რომ გონებას
არ ვუთმობდე სიზმრის ღამეს
და მისს-ჰასეს?!
... სილამაზეს ვერ წაართმევ მოგონებას,
მოგონებას უფრო მეტად – სილამაზეს.
სიყვარული დამითოვა დეკემბერმა...
პირველია წელს ეს თოვლი ასე მშვიდი.
შენი თავი მომანატრა ყველაფერმა.
დამიღამდა. გაქრა... გაქრა ოცდაშვიდი.

??????