სამადაშვილი ნიკო
გაზიარება

მარადისობა და მესაფლავე 

ჭრელი მტრედები კუბოს ასწევენ,
ზარებს დარეკავს მიწების რიგი,
დაუშენს წვიმა და ელვის ეტლი
ცის კრემიტებზე ასტეხავს ხრიგინს.

მოვარდნილ გრიგალს ფერწასულს, დაღლილს,
ჩემს სიკვდილს კიდევ დაუმალავენ,
შორს კი ვარსკვლავზე ბარით ჩაივლის
მარადისობის ყრუ მესაფლავე.

აქ ჭოტი ძახილს წყალში გაურევს,
შეკრთება სადღაც მკვდარი ბუნება,
უკან კი მძლავრად დაიხმაურებს
ათასი ღამის უდაბურება.

როდესაც ყველა იქნება გრილი,
როცა ლოდებიც ვერ დამფარავენ,
წავა და ცისკენ დაიწყებს ტირილს
მარადისობის ყრუ მესაფლავე.

??????