სამადაშვილი ნიკო
გაზიარება

ჩემი პორტრეტი 

ნამტირალევი მოვდივარ დღესაც,
სადაც არ მივალ, ყველგან ღამეა:
ნეტავ ჩემ გულში ჩამოგახედათ,
რამდენი კვნესა და ვარამია.
ბოღმა კვამლივით მედება ყელზედ,
ირგვლივ რიყეა, უდაბნოს ქვები.
ისე დავდივარ ამ ქვეყანაზე
თითქოს საკუთარ ცხედარს მივყვები.
სადრაც კაიფობს მთავრის ბულული _
შუქი დამეძებს, უნდა, რომ სწუხდეს,
თითქოს მე ვიყვე გამოქვაბული
და ჩემ ქვეშ სისხლის მდინარე ჰქუხდეს.

??????