სამადაშვილი ნიკო
გაზიარება

ნაფოტები 

- გიცქერის ძველი სახლის კედელი,
გკოცნის სიზმარი, გერევა რული,
სავარძლის უკან გადაყრილ ხელებს
უჭირავს ტანი შიშდარეული.
- ფხიზლობ, დადიხარ, ძილში ირწევი,
ვკვირობ, ეგ ცეცხლი სით დაგეტია!
რამდენი კაციც სცხოვრობს მიწაზე,
ქვეყნად იმდენი საგიჟეთია.
ჭოტი დასცინის ბნელ არემარეს,
მწყრის ქვითქვითია, ბიბინი ყანის.
გაუსხეპავი ღამეა გარეთ
და პოეტების ნახირი ბღავის.
- დაიტანს მგზავრებს ზვავი, მეწყერი,
ფეხს იღრძობს კაცი, მერე ბუნება.
შთამომავლობა - ლექსების მტერი
ჩვენს ნაწერებზე აბუზღუნდება.
- დიდხანს ასდევდი უღრან აღმართებს,
გჯეროდა დედა და ბედისწერა.
არ მოგეწონა, რომ შეხვდი ღმერთებს
და გაუხვიე სივრცეებს ცერად.

??????