შექსპირი უილიამ
გაზიარება

სონეტი 53 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი) 

ნეტავ ვიცოდე, რისგან ხარ ნაქანდაკარი,
ძეხორციელს ხომ მხოლოდ ერთი ჩრდილი დაყვება?
არავის ახსოვს საოცრება, ალბათ, ამგვარი -
შენ რომ უთვალავ ჩრდილად დაგდევს შენი სახება.
შენი მნახველის მზერას აღარ ელამუნება
დღეს ადონისის წმინდა სახე, მხატვრის ნათალი,
თითქოს ელენეს დააფრქვი მადლი ბუნებამ,
მაგრამ შენა ხარ ელინური მისი ბადალი.
გაზაფხულზე რომ ვერ შორდება თვალი განთიადს,
შემოდგომაზე რომ გვიტაცებს უხვი ბარაქა,
ეს ყველაფერი შენი სახის მკრთალი ლანდია,
თვითონ მშვენებაც შენს სიტურფეს მაინს არა ჰგავს.
შენ გარეგნობას მოსახელე ბევრი ჰყოლია,
შენი გული კი, ჯერ არავის გამოჰყოლია.

??????