Litclub.ge

* * * უკვე გამოჩნდნენ ჭაღარა მთები

უკვე გამოჩნდნენ ჭაღარა მთები. . .
ჰაერში ძველი თოვლის სუნია-
მომგვრელი სევდის და არა შვების,
რადგან მთებს იქით დასასრულია.

რა დიადია ეს ვრცელი წამი,
რა დამთრგუნველად მომხიბვლელია,
აღარც დღისაა და აღარც ღამის,
არც ახალია და არც ძველია.

ეს ის წამია გაწმენდის წამი,
როდესაც ირგვლივ ღმერთის ჩრდილია,
როდესაც ვეღარ გერევა შხამი,
მაგრამ. . .ცხოვრების გზა განვლილია.

1976