მატარებლები დაიკივლებენ, წავლენ...
გაიწელება, გაიწეწება კვამლი.
ჯარისკაცები გადმოაწყობენ ფეხებს.
ხევში ჩარჩება მათი სიმღერის ეხო.
ჯარისკაცები გადმოაწყობენ თავებს,-
...ჩემო ძვირფასო...კარგად იყავი...მკლავენ...
გაიწელება, გაიწეწება კვამლი
მშვიდი ფიქრების და ხეტიალის დამლევს.
1957