Litclub.ge

* * * ღმერთო ცალმხრივი სიყვარულისგან

ღმერთო ცალმხრივი
სიყვარულისგან,
რამდენი კვდება
საღ-სალამათი,
მადლობელი ვარ
რომ ამარიდე
ბედი მათი და
სამსალა მათი,
რომ შემაყვარე
ეს მუსულმანი
ქალი, იესო
ვარ მადლობელი,
ამ ტრფობის გამო
მუჰამადისთვის,
მასაც შეთვლილი
აქვს სალავათი.