Litclub.ge

* * * ჩემი ასაკი არ იციო

ჩემი ასაკი არ იციო ცისფერთვალებამ
ვის სიყმაწვილის წასვლა გვრიდა
მიწყივ წვალებას,
მე მზის ასაკიც ვიცი მეთქი
ვუთხარი ფიცით,
მაგრამ განა ეს აკლებს რამეს
მის ბრწყინვალებას.