Litclub.ge

კაცს, რომელსაც ცრემლები შვენის
ახლა წვიმები გამაწამებენ
(მაინც უხდება მაისს წვიმები).
ჰო, კიდევ მაისს დარდი უხდება _
დაგუბებული ცრემლის წამები...
და მერე, როცა გამოიდარებს
დარჩება დარდი წვიმების გამო.
აღარასოდეს აღარ გაქრება
წვიმებიანი ცრემლების გემო.
აღარ გაქრება სველი სიმლაშე
(ტკივილი მართლა ტკივილი თუა).
და მერე, როგორც ძილზე სიზმარში,
ცრემლის წვიმებზეც ვერ იტყვი უარს!