Litclub.ge

* * * კვლავ ვნახე შენი სოფელი

კვლავ ვნახე შენი სოფელი,
მზემ ნისლის ფარდა ასწია,
მწუხრის ნიავმა წყნაროსთან
ჩადუნა გადაარწია.
მაგ შენი სოფლის ბოლოზე
ხარობს შალშავი პაწია,
მისმა სინაზემ, სიტურფემ,
კაცი სურვილად მაქცია.