Litclub.ge

* * * გული დაიყო ლექსის ბწკარებად

გული დაიყო ლექსის ბწკარებად,
შენ კი სად ხარ, ჩემო ნიბლია,
გადაკარგულო თვალთახედვიდან,
უშენოდ ყოფნა არ შემიძლია.
ამ წუთისოფლის ავმა ქარებმა
ყრმობის დღეები მოითარეშეს,
ჩემი ოცნების ციხე-კოშკები
დააქციეს და მოინარეკლეს.
დღეს იმ წარსულზე, ჩემო ნიბლია,
შენთვის სიმღერა მინდა დავწერო,
იმ წარსულივით ნზო და წმინდავ,
გულში ჩაგიკრა და მოგეფერო.