Litclub.ge

რას ამბობს წუთისოფელი

თქვი, ჩემო ბედის ვარსკვლავო,
ღილად შებმულო ცის კიდეს,
სად იყავ, როცა ტანჯვისთვი
დემონთა ხროვას მიმყიდეს.
რას ამბობს წუთისოფელი,
კიდე რა ტანჯვას მიპირებს,
მზეს როდის ჩამამიბნელებს,
მოკეთეს როდის მიტირებს.
ნუ მიმატოვებ, ბედის ვარსკვლავო,
გზებს ნუ მამირთავ ცრემითა,
ჩემი ოცნების ტაზარი
ნურც დაიინგრევა შენითა.
ვაშენე სახლი უფლისა,
უძილოდ, რამის თევითა,
მოძმეთა თავშესაფარად
შემოჯავშნული მთებითა.
დავლოცე ქადა-სანთლითა,
ფშაური ადათ-წესითა,
ნუმც ვნახე ტივლად დამრჩალსა,
ჩამოშლილს მტრების ხელითა.