Litclub.ge

სუ გაზაფხულიმც იქნება

ქედებს რო თვლი ეფინა,
ვით მინანქარი ბროლისა,
დაადნო აპრილის მზემა,
ხევებზე ღვარად მოდისა.
ბანს აძლევს ჯარი ცანჩქერთა
ფრინველთ გალობა-ბოჟირსა,
სუ გაზაფხულიმც იქნება
და ლხინი ჩემი ქვეყნისა.
შენ გაიყოლე, ზამთარო,
მიზეზი ცრემლის დენისა.
ბექის თავს წყარო იღვიძებს
ყინულის ტახტზე მძინარი,
ნეტავი რაზე საუბრობს
ჩუხჩუხით ჩამომდინარი.
ვინ იცის ბუნების ენა,
მაგის გამგები ვინ არი?
სად არი ბრძენი მინდია,
მცოდნე სამყაროს წესისა,
ბუნების გულისწადილსა
ბრძნულის გონებით გვეტყვისა,
გვამცნობს, გზა როგორ ვისწავლოთ
სიკეთისაკე სავალი.
მინდიამ იცის კარგადა
მრუდე ჭკვა-გონის წამალი.
გაიაპრილა, მორთულან
ველტყიანები იითა,
ლამაზის გულმკერდს მაგონებს,
მორთულ-მოკაზმულს მძივითა.
თუმც მიწა ისევ გრილია,
სიცივე გვიტევს ურცხვადა,
ხევებში მჯდარი ზამთარი
გაზაფხულს უღრენს მტრულადა.
ილტოს ჭალებზე ყვავილნი
მით არ მოსულან სრულადა.
ეს მტები ქარი, ქარცივი,
ეს დიაცივით ორპირი,
მყინვართა სუსხის მზიდავი,
ხევ-ხევ ცამორბის ბოჟირით,
მივა და ახალ ფეხადგმულთ
მიუვარდება ყვევილთა,
ააწიოკებს ბეჩავთა,
აბობოქრებით ავითა.
ჰაი, შე ქარო, ქარშავო,
სამტროდ ნუ დახვალ მუდამა,
სუსტების დაჩოლფოტება
მკვეხარამ იცის ცუდამა.
აბა, თუ მაგარ ბიჭი ხარ,
მე ვიცი შენი საფერი,
წადი, აიმას ეომე,
გაღმით რო კლდე ჩანს შავფერი.
ბევრჯელა სხადე, მაგრამა
უკანავ გამოგაქცია,
შენი ხმალი და აბჯარი
ნაცარ-მტვრად გადააქცია.
რა გინდა, ქარო, რას ერჩი
იმათ, ვინც არას გერჩიან,
ხო იცი, ტურფა ყვავილნი
თვალის საამოდ რჩებიან.
უფლის განგებით შბილნი
დედასამყაროს ეტრფიან,
მოკლე აქვთ წუთისოფელი,
დღეს მოვლენ, ხვალე წავლიან