Litclub.ge

* * * ყოველ დღეს, როგორც მეკობრეს ზღვათა

ყოველ დღეს, როგორც მეკობრეს ზღვათა,
მიაქვს რაღაცა დაუვიწყარი.
მზედ გაელვებას მშვენიერ ქალთა
ოდესღაც ზღაპრად გვიამბობს ქარი.

ყვავილთა სურნელს, ვით წვიმის ღვარი,
წალეკავს სუსხი ზამთრისპირული
და შორეული ნათებით მთვარის
აელვარდება კოშკი ყინულის.

მე სევდა მომკლავს უიღბლო დღეთა,
ცხოვრება წავა, გადიქუხილებს...
მზე იფერფლება დასალიერთან,
მალე უკუნი შემოხსნის კარებს.