Litclub.ge

აიმით გეძებ მუდამა

ჩემო რიჟრაჟის ცისკარო,
ყვავილთა მწყემსო ქალაო,
მწვერვალთა მხრებზე დახრილა
მაგ ლამაზ თვალთა მარაო.
შენითა ხარობს ეს გული,
დარდები გადიყარაო,
შურთხების ტურფა დობილო,
გიმღერებ, რატომ არაო?!
აიმთ გეძებ მუდამა,
თვალშურთხო, ლამაზტანაო,
მაგ თვალთა ისარმა დამჭრა,
ციდან მზის სხივთა მპარაო.
საწვიმარ ნისლებს წამოვშლი,
მთებს იქით გადავლალაო,
ნუმც გნახავ თვალცრემლიანსა,
გფარავდეს უფლის ძალაო!