Litclub.ge

* * * მთაზე გაშლილან ყვავილნი

მთაზე გაშლილან ყვავილნი,
გულო, რა გიყვა, მწუხრარო.
წაიღე ჩემი ამბავი,
ჩანჩქერო, კლდეზე მქუხარო.
მოძებნე ჩემი ლამაზი,
ჩემ დანაბარებ უთხარო:
ხანდახან გამიღიმებდე,
ქალავ, ცივგულა ნუ ხარო.
ნუ შემიმოკლებ სიცოცხლეს,
სიტურფე გაუხუნარო,
ადეგ და ცოლად გამამყევ,
გული არ დამიმწუხარო.