Litclub.ge

* * * ნისლებს გადმოვყევ, გადმოვედ

ნისლებს გადმოვყევ, გადმოვედ,
მაგ შენი სოფლის მხარესა,
შენსამც შარაგზას დავკოცნი
შენ ფეხთა ნატერფალებსა.
დაგეძებ გულჯავრიანი,
შავტირი მთების ნიავსა.
მტერსაც ნუ ვნახავ, არ მინდა,
სატრფოს გულისად მტირალსა.
გუშინა ვთხოვე კოპალას,
იქნებ მაქციოს ქორადა,
შენ იყო ჩიტი ნიბლია,
აღარ გაგიშვებ შორადა.
ვერ გაგიმეტებ, ლამაზო,
სხვის მკლავზე დასაწოლოდა,
ბრჯღალით შაგტაცებ ნაწნავსა,
ძალით დაგისომ ცოლადა.