თუ მოგეყინე, მაგ თვალებზე,
თლუღის თოვლივით
ჩამოგადნები
როცა, ცრემლი გაგითავდება.
აგდევნებივარ,
ბავშვობიდან გამოყოლილი
უსიყვარულოდ განშორების,
უშნო ბრალდებად.
ვღრღნი რა ხანია,
ამ დახეულ, გულის გისოსებს
შენ კი
მეასედ, ალაგებდი ალბათ ჩემოდანს.
ძველი ალბომი ,
ჩვენს ფოტოებს გამოგვიცოცხლებს,
ტაქსის ლოდინში,
დრო გადამწყვეტ ნაბიჯსს შემოდგავს
მივეყინები შენს ჩემოდნებს ,
თლუღის თოვლივით
ჩამოვდნებოდი მაგრამ
სულიც გამითავდება .
აგვდევნებია, ბავშვობიდან გამოყოლილი,
სიყვარული
და განშორების ცივი ბრალდება.
ვიცი... შენსავით მე
ვერავინ შემიყვარდება