Litclub.ge

ღამესასწაული
ბევრი არაფერი, ჩემი ცოლი,
ნადავლით კმაყოფილი აფთარია....
მე ხომ ვეჭვობდი, რომ, შენ იცოდი
სარეცელს კი არადა, ამ მთვარიან
ამ გრძელ ღამესაც ვერ გავიყოფდით
ცოტა მიწილადე, შემიცოდე,
რომ ვთქვა _ ღამე არის სასწაული,
პეპლის გულისცემაც ბალახს არხევს....
შენ კი, ამომქოლე, არ მიტოვებ,
ამ ბნელ სხეულიდან გადასახედს.