Litclub.ge

*** "ჩემი მშვილდისარი"
ჩემი მშვილდისარი
შენი შინდის არი.
უნდა გამოვთალო
კიდევ შვიდიცალი.
შენთვის ჩითის კაბაც
მინდა შინდისფერი _
თვალ ამოქარგული
ჭრელი ჩიტის ფრენით.