Litclub.ge

*** "დრო აღარ არის მოცდის"
დრო აღარ არის მოცდის.
ცივი ღამეა. თოვს.
კახპა, შეშლილი კოცნით,
კიდევ ერთ კოცნას მთხოვს.
შენ კი, ტრფიალის ხამი,
არასდროს ამბობ: `ხოს”.
მეძავს სწყურია მამრი.
ცივი ღამეა. თოვს.