Litclub.ge

თამარის საფლავი
უკვე რვა საუკუნეა,
რაც არ მასვენებს ფიქრი _
როგორ დავკარგეთ თამარი,
რატომ დავკარგეთ, რისთვის?
... თუმც როდი ვფიქრობ მარტოდენ
მეფეთამეფის ბედზე.
ოქროს კუბოთი დაკარგულ
დიდ საქართველოს ვეძებ.