Litclub.ge

*** "უკვე გასრულდა ბავშვობის ჟამი"
უკვე გასრულდა ბავშვობის ჟამი,
წარსულს ჩაბარდა შენი ანცობა.
დაგაშტერდება ქუჩაში მამრი
თვალებში მდედრის ამოსაცნობად.
დაგაშტერდები ქუჩაში დიდხანს,
შენც შეიფერებ ვნებიან მზერას...
შენს თვალებს, ალბათ,
აღარ სურთ _ მითხრან:
`დამშვიდდი, მე ხომ ბავშვი ვარ ჯერაც.”