Litclub.ge

წრის პოეზია
”ჩემ წინ ისეთი აღმართია, რომ შეიძლება
სულ ბოლომდე წამოიმართოს
და ჩამეხვიოს ქუჩისპირა ხეების ჩრდილით”. -

ვეღარ მოვეშვი უსარგებლო ლექსების წერას,
უსარგებლო - აქამდე, თორემ
მომტანია რაღაც ხიფათის,
ტკივილის, განცდის
და მე, როგორც ბავშვი - ჯემის ქილაში,
ჩემს ტკბილ წარსულში ხელს ვაფათურებ.

მიკვირს ოჯახიც და სიყვარულიც,
რადგან მხოლოდ სიცოცხლე მაქვს გენეტიკურად.
დანარჩენი კი მივიღე, ან დავიმსახურე,
როგორც ჯილდო, როგორც სასჯელი,
მივიღე, ან დავიმსახურე

და ამ ყოფაში
შენ ხარ სიბნელე,
ყველა შუქზე თავისთავადი.