Litclub.ge

* * * საქმე ისე მიდის
საქმე ისე მიდის, ადიულტერიდან გრუპენსექსამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯია...
შენსა და შენს ცოლს შუა რომ მუტრუკი წევს, ეს კულტურის უმაღლესი სკალა არ უნდა გეგონოს. მორალზე უარის თქმამ შვა ყოველგვარი ფაშიზმი. თუ ასე გაგრძელდა, ხვალ-ზეგ ისევ შეიკერება ხელჩანთები ადამიანის ტყავისაგან. მერე კი კაცობრიობას ისევ მოუხდება უზარმაზარი სისხლის გაღება ამ ბოროტების ამოსაძირკვავად.
არადა, ერთი შეხედვით თითქო არაფერი მომხდარა განსაკუთრებული - ადიულტერი გრუპენსექსად გარდაიქმნა...
მორალი - აი, საუკუნის უმთავრესი პრობლემა (ჩემი აზრით, ცხადია)!