ვენაცვალე ცრემლის
ერთ, ერთადერთ წვეთს,
ცხოვრებაში ზოგჯერ
ყველაფერს რომ წყვეტს!
ერთადერთ წვეთს ცრემლისას,
ბავშვის თვალზე მომდგარს -
ცვილივით რომ მოალბობს
ტვინარეულ ხონთქარს...
სიცოცხლის და სიკვდილის
მხლებელი და მცველი -
იყოს ასე, იწვეთოს -
ვის რას უშლის ცრემლი...