ვერ ავიგე ვერსად
ჩემი მშვიდი ბუდე,
დავიღალე ყოფით,
კვდომის გზები ვბურდე.
გავიბლანდე ისე,
აღარც ვუწყი ახლა,
მარტო ვარ თუ მიქელ-
გაბრიელი მახლავს.
პესიმიზმის ბილიკს,
ოპტიმიზმის გამზირს,
ჩემი მოკლე ჭკუით
ერთი დაღი აზის:
ვერ აიგებ ვერსად
ბუდეს, მშვიდს და მაღალს,
დაიღლები ყოფით
და სწორი გზით წახვალ.