Litclub.ge

სიყვარული
ავიდოდი მაღლა,
დაბლა შენ რომ არ იყო.
ჩავიდოდი დაბლა,
მაღლა შენ რომ არ იყო.
რახანია
შემიბორკე ჩემთვის ბუნებრივი
ეს შვეული მოძრაობები
და რაღა დამრჩენია,
დავდივარ თარაზულად -
ზედაპირისა ვარ, ზედაპირის.