Litclub.ge

*ბიოგრაფია (ჭ.ქ.გ)
გიორგი ჭალადიდელი (ნამდვილი სახელი და გვარი გიორგი მაქსიმეს ძე ქოჩაკიძე) (დ. 15 ივნისი/27 ივნისი, 1847, სოფ. ფერსათი, ბაღდათის რაიონი - გ. 1 აპრილი/13 აპრილი, 1898, ქ. მინსკი, დაკრძალულია სენაკში), ქართველი პოეტი.
ჭალადიდელის ლექსები 1768-იდან იბეჭდებოდა "დროებაში", "სასოფლო გაზეთში", "მოამბეში", "ივერიაში", "მნათობში", "კრებულში" და სხვებში. პირველი კრებული გამოქვეყნდა 1913 წელს. ჭალადიდელი ქართველი "სამოციანელთა" მიმდევარი იყო. მისი შემოქმედება გამსჭვალულია მშრომელისადმი დიდი თანაგრძნობით ("ქება შრომას", 1868; "ფაცხა", 1870). პატრიოტიზმით ("სიმღერა გარდახვეწილისა", 1870; "გორდის მთაზე", 1872), მწერლობის მაღალი დანიშნულების შეგნებით ("მენავე", "მწერლისადმი", ორივე 1869), თავისუფლების სიყვარულით ("მოღალური გალიაში", 1872). ჭალადიდელის სატრფიალო ლექსებია "სატრფო" (1869), "ქართველო ქალო", "ფარვანა", "სიმღერა" (სამივე 1870). ჭალადიდელის ზოგიერთი პოპულარული ლექსი სიმღერად იქცა ("მოგონება", 1869; "ფაცხა" და სხვა).